წყალტუბოში ახალგაზრდული საღამო გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მერის მოადგილე გია კვასტიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე დაესწრნენ.

ღონისძიებაზე წყალტუბოს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, კულტურის სფეროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქართველი პოეტების ლექსები წაიკითხეს. გაიმართა ქართული ფილმის ჩვენება, ინტერაქტიული და გასართობი აქტივობები.

მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზაფხულის განმავლობაში კიდევ არაერთი შემეცნებითი და შემოქმედებითი საღამო არის დაგეგმილი.

ღონისძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა.