წყალტუბოში,  წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის  სასულიერო გიმნაზიაში, ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადებიდან 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციაში წარმოადგინეს როგორც საქართველოს ულამაზეს კუთხეში, აფხაზეთში ქართველი და აფხაზი ხალხის ერთად ცხოვრების ქრონიკები, ასევე 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის ტრაგიკული მოვლენები, რამაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა  მოწვეულ სტუმრებზე. ღონისძიებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი, გივი ჭიჭინაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე  თეიმურაზ ჭეიშვილი, დევნილთა სამინისტროს იმერეთის,  გურიის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის  რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი 

ნათია კოპალიანი და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის  „სოხუმის’’ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა გიმნაზიის პრორექტორმა სასწავლო-ადმინისტრაციულ დარგში, მაია ონიანმა. მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და ახალგაზრდებს ერთიან და ძლიერ საქართველოში ცხოვრება უსურვა.