ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდა გრძელდება სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან.  2024 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში  140,739 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან +22.7%-ია. აღსანიშნავია, რომ  სპარსეთის ყურის ქვეყნების მოგზაურები და რეზიდენტები მაღალმხარჯველობით გამოირჩევიან.

საქართველოში გასულ წელს  საუდის არაბეთიდან 88,298 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +21%-ია.  ქუვეითიდან კი 2024 წელს  27,277 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით  +38.9%-ია.