თურქეთში, სამთო კურორტზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა. 

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაიას ინფორმაციით, თურქეთში, ბოლუს პროვინციაში, სამთო კურორტზე, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა.

" ღმერთმა შეიწყალოს ჩვენი დაღუპული მოქალაქეები, ხოლო დაჭრილებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ." - წერს იერლიკაი X-ზე.