თუშეთის საავტომობოლო გზა თოვლისგან სრულად არის გაწმენდილი და სატრანსპორტო საშუალებები ამ დროისთვის თავისუფლად გადაადგილდებიან. ინფორმაცია ,,აიპრესს,,  ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში დაუდასტურეს. 

საავტომობილო გზის თოვლის მასისგან წმენდის სამუშაოები დაახლოებოთ ორი თვის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. 

წლევანდელ ტურისტულ სეზონს თუშეთი კიდევ ერთი სიახლით შეხვდება, ავტომობილით გადაადგილება ისეთ სოფლებშიც იქნება შესაძლებელი, სადაც ამ დრომდე სამანქანე გზა არ არსებობდა. 

ცნობისათვის, თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა მსოფლიოს ყველაზე საშიშ გზებს შორის არის. თუშეთის სოფლები რამდენიმე თვის განმავლობაში გარე სამყაროს სრულად არის მოწყვეტილი და იქ მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. საავტომობილო გზით სარგებლობა კი მხოლოდ მაისიდან  ბოლოდან ოქტომბრამდე პერიოდშია ნებადართული.