ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა კახეთში. ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.
დაზიანებულია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები. ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, ტექნიკური ჯგუფები პრობლემის აღმოსაფხვრელად საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. უხვი ნალექის შედეგად გადატყდა რამდენიმე ხე, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამინდის გაუარესების გამო, დღის პირველ ნახევარში მუშაობა შეწყვეტილი ჰქონდა თელავის მუნიციპალურ ტრანსპორტსაც.
ცნობისათვის, თოვა კახეთში გუშინ დღის მეორე ნახევრიდან დაიწყო. მეტეოროლოგები ამინდის გაუმჯობესებას ხვალიდან ვარაუდობენ.