საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მერვე სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ.