შეხვედრაზე ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელმა პირებმა გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარმოადგინეს, ისაუბრეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. შეხვედრაზე, ასევე იმსჯელეს  კურორტი ,,ბეშუმის“ ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილე თამაზ აბაშიძე და მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახური უფროსი ზაზა აბულაძე ესწრებოდნენ.