მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, "წითელი არშია" სამბოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და გამორჩეული მიღწევების აღიარების ნიშნად გადაეცა.
ცნობისათვის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მცხოვრებმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს კარიერაში მეშვიდედ დაეუფლა.
მან 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ფინალში ბელორუსი ვლადისლაუ ბურდი დაამარცხა.