რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მიმდინარე წელს დასასვენებელი სივრცეები და სპორტული მოედნები ცხრა მისამართზე დაფინანსდა.
კომბინირებული დასასვენებელი და სპორტული სივრცეები მოეწყო წყნეთში, დიმიტრი ამილახვრის N23-ში და აფხაზეთის ქუჩაზე მდებარე ტყე-პარკის ტერიტორიაზე, ასევე, წყნეთში აკაკი წერეთლის ქუჩაზე გაკეთდა სპორტული მოედანი. გარდა ამისა, კომბინირებული სივრცეების განახლება მიმდინარე პროცესშია ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N15 კორპუსის მიმდებარედ, ერმილე ბედიას N33-ში. ბესარიონ ჟღენტის ქუჩის N31-ში, ლეო და ნოდარ გაბუნიების N32-ში, პეტრე ქავთარაძის N51-ში, და გივი სვანიძის N11-ის მიმდებარედ კი სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა.
აღნიშნულ სივრცეებში დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ავეჯი, მოეწყო ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, ფიტნეს ზონები. სკვერები განათდა, ტერიტორიებზე დაირგო ხე-მცენარეები. გარდა ამისა, არსებული ხეების სხვლა-ფორმირება განხორციელდა.
აღნიშნული დასასვენებელი და სპორტული სივრცეების მოწყობის და განახლების პროექტებზე გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 5 123 000 ლარი გამოიყო.


