გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
შემთხვევა გუშინ გამთენიისას მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ ვერაფრის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სრულად არის განადგურებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.
დაიწვა ეზოში მდგომი ავტომობილიც, რომელიც თანასოფლელს შესაკეთებლად ჰყავდა მიყვანილი.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური. ცეცხლის კერების ლიკვიდაციას რამდენიმე საათი დასჭირდა.
ხანძარის გაჩენის სავარაუდო მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება.