„ჩვენ კანონიერად ვერ ვაღიარებთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად. ეს ეხება იმ ტერიტორიებს, რომლებიც პუტინმა დაიკავა 2014 წლიდან, სრულმასშტაბიან შემოჭრამდე. კანონიერად, ჩვენ ამას არ ვაღიარებთ“, – ასე უპასუხა შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტის კითხვაა, იქნება თუ არა მზად უკრაინა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიის დასათმობად.

ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა ზელენსკის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ყირიმი არასდროს დაუბრუნდება უკრაინას და არიან თუ არა მზად დათმონ ყირიმი ომის დასასრულებლად, რაზედაც ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინა მზადაა ყირიმის დიპლომატიური გზით დასაბრუნებლად.

„ჩვენ არ შეგვიძლია ათასობით ჩვენი ადამიანი გავწიროთ იმისთვის, რომ ისინი დაიღუპონ ყირიმის დასაბრუნებლად. ჩვენ გვესმის, რომ ყირიმი შეიძლება, დიპლომატიურად დაბრუნდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.