შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტს საკუთარი გათანაბრებული ქულის ნახვა პირად გვერდზე შეუძლია.

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გათანაბრებული ქულების ცხრილში მოცემულია თითოეულ საგანსა და ტესტის ვარიანტში მიღებული ნედლი ქულის შესაბამისი გათანაბრებული ქულა, რომელიც განისაზღვრება გათანაბრების პროცედურების დასრულების შემდეგ.

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი 

შეგახსენებთ: გათანაბრება ხორციელდება იმ საგნებში, რომლებშიც გამოცდა ერთზე მეტ ვარიანტად ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც დადგენილ მინიმალურ ზღვარს აღემატება. - ნათქვამია ცენტრის გავრცელებულ ინფორმაციაში.