შემთხვევა სოფელ სარუსოსთან მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც სამი მგზავრი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა.
ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ორი ადამიანი კი დაშავდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე , სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.