შემთხვევა გვიან ღამით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მოხდა. 

პირველადი ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევმა 37 წლის მამაკაცმა ახალგაზრდა კაცი, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყელის არეში დანით დაჭრა.

დაჭრილი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. მძიმე დაზიანებები აქვს თავად 37 წლის მამაკაცსაც.

სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.