2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, მილანსა და კორტინა-დ’ამპეცოში6-22 თებერვალს გაიმართება და მასში მონაწილეობას 91 ქვეყანა მიიღებს. 

ტურნირის ფარგლებში, სპორტსმენები ერთმანეთს ყინულსა და თოვლზე შესრულებულ სხვადასხვა სპორტულ სახეობებში შეეჯიბრებიან.

წელს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ ისეთ სახეობებში, როგორებიცაა: სამთო თხილამურობა და ფიგურული ციგურაობა. 

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებში შემავალი სპორტსმენები იქნებიან: 

ფიგურული სრიალი:

• ნიკა ეგაძე - ერთეულები | 10 და 13 თებერვალი;

• ანასტასია გუბანოვა - ერთეულები | 17 და 19 თებერვალი;• ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა -სპორტული წყვილები | 15-16 თებერვალი;

• დიანა დევისი და გლებ სმოლკინი - სპორტული ცეკვები | 9 და 11 თებერვალი;

• საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები -გუნდური შეჯიბრება | 6-8 თებერვალი.

სამთო თხილამურობა:

• ნინო წიკლაური - 15 და 18 თებერვალი;

• ლუკა ბუჩუკური - 14 და 16 თებერვალი.

საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი.