საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი ზედიზედ მეორედ - ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

4 მაისს ავსტრიის ბუნდესლიგაში ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდების ფინალური ტურნირის მორიგი ტურის შეხვედრები დასრულდა.

ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ გასვლაზე „ლინცი“ დაამარცხა და ჩემპიონატის დარულებამდე სამი ტურით ადრე კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეშია.

მატჩის ბედი მეორე ტაიმის მე-3 წუთზე ოთარ კიტეიშვილის (Flashscore - 8,0) მიერ გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. იგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში 12 გოლი აქვს გატანილი.

9 მაისს ავსტრიის ბუნდესლიგაში ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდების ფინალური ტურნირის მორიგი ტურის შეხვედრები დაიწყო.

ოთარ კიტეიშვილი „შტურმმა“ სახლში მასთან ერთად ჩემპიონობისთვის მებრძოლი სამი გუნდიდან ერთ-ერთი, „ზალცბურგი“ დაამარცხა ჩემპიონობას მიუახლოვდა. 

ოთარ კიტეიშვილი (Flashscore - 7,4) მინდორზე პირველიდან ბოლო წუთამდე იყო.

„შტურმი“ - „ზალცბურგი“ 4:2(2:0)
გოლები: 18' ალექსა ტერჟიჩი, საკუთარ კარში 1:0, 20' ვილიამ ბოვინგი 2:0, 45+1' ნენე დორგელესი 2:1, 48' გრეგორი ვუტრიხი 3:1, 72' ტოჩი ჩუკვუანი 4:2





დარჩენილი შეხვედრები:

11.05 „ვოლფსბერგი“ - ლინცი
11.05 „აუსტრია“ - „რაპიდი“

18.05 „რაპიდი“ - „შტურმი“
18.05 „აუსტრია“ - „ვოლფსბერგი“

24.05 „შტურმი“ - „ვოლფსბერგი“
24.05 „აუსტრია“ - „ლინცი“

თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება: 

გუნდს, რომელსაც ბურთების უკეთესი სხვაობა აქვს;
გუნდს, რომელსაც მეტი გოლი აქვს გატანილი;
გუნდს, რომელსაც ნაკლები წაგება აქვს;
ერთმანეთს შორის მატჩებში უპირატესობის მქონე (ქულები, ბურთების სხვაობა, მეტი გატანილი გოლი) გუნდს.