რეაბილიტაცია კეკელიძის და მაღლაკელიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსების ფასადებს უტარდება. მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ, მოადგილე, ზაზა ხვედელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგელაშვილთან და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
"2026 წლის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მაღალსართულიანი კორპუსების ფასადების განახლება ქალაქის სხვა უბნებშიც იგეგმება. რაც მნიშვნელოვნად შეცვლის ქალაქის იერსახეს", აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ კვალითის დასახლებაში ფასადების კეთილმოწყობაზე 402 716 ლარი დაიხარჯება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.