მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე მსოფლიო ჩემპიონებს უჩა ტაბატაძეს და ბექა ბოგვერაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.
სპორტსმენებმა მსოფლიო ჩემპიონატზე უმაღლესი შედეგები აჩვენეს:
უჩა ტაბატაძე სამბოში გახდა ჩემპიონი, ხოლო ბექა ბოგვერაძემ მკლავჭიდში გაიმარჯვა.
მერმა სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა, მუნიციპალიტეტის სახელით მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. გამარჯვების აღსანიშნავად მერია სპორტსმენებს ფულადი ჯილდოთი წაახალისებს.
"მადლობა ბიჭებს იმ დიდი სიხარულისთვის და ემოციისთვის, რომელიც ჩვენს ქალაქს და ქვეყანას აჩუქეს. ეს არ არის მხოლოდ მათი პირადი წარმატება, ეს ჩვენი მუნიციპალიტეტის და ქვეყნის საერთო წარმატებაა" , აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ.
შეხვედრას მერის მოადგილეები ზაზა ხვედელიძე და ნინო ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.