ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს "ბრიტანულ უნივერსიტეტს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ და "ბრიტანული უნივერსიტეტის" ვიცე-რექტორმა, ლევან გურგენიძემ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია ჩამოყალიბდეს მხარეთა შორის თანამშრომლობის ჩარჩო, რომელიც ხელს შეუწყობს ერთობლივი პროექტების და აქტივობების განხორციელებას.
მათ შორის:
კოორდინირებული თანამშრომლობით, ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა. მოსწავლეთა აკადემიური და პროფესიული გზის მხარდაჭერა.
ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტებისა და კვლევების განვითარება.
მასწავლებელთა პროფესიული ზრდის წახალისება.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელის მოწერის ცერემონია მუნიციალიტეტის ახალგაზრდულს ჰაბში გაიმართა და მას მერის მოადგილე, ნინო ჭაბუკიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები მოსწავლეები ესწრებოდნენ.