ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული ფესტივალის "სულიკო 2026 " - ის მთავარი ჯილდო - გრან პრი ბაღდათის მუნიციპალიტეტმა მოიპოვა.



ღონისძიებაზე გამოვლინდნენ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები, ასევე გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში.

I ადგილი - ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული ანსამბლი - "ზესტაფონი";

II ადგილი - ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის ქალთა კვინტეტი;

III ადგილი - თერჯოლის ვაჟთა ანსამბლი "მასპინძელო";

ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის პრიზი - ზესტაფონი, ქალთა ანსამბლი "ჰარმონია";

მამუკა ასლანიკაშვილის სახელობის პრიზი - ვანი, ანსამბლი "იმერულა".

გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს ფულადი ჯილდოები ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზვიად შალამბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ მალხაზ შერგელაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს.

ღონისძიების გახსნამდე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს ვარინკა მაჭავარიანი- წერეთლის სახელობის ბიუსტი.

ფესტივალს საფუძველი გასული საუკუნის 80 - იან წლებში ჩაეყარა, ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის ხსოვნის უკვდავსაყოფად.