საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საუკუნოვან ქალბატონს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ, ფულადი ჯილდო და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

100 წლის იუბილე მერთან ერთად, ლილი სამხარაძეს მოადგილე ნინო ჭაბუკიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგელაშვილმა და სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პაატა ნასრაძემ მიულოცეს.

ლილი სამხარაძეს 3 შვილი, 4 შვილიშვილი და 6 შვილთაშვილი ჰყავს.