დოღში სხვადასხვა რეგიონის 7 მუნიციპალიტეტიდან 40 - ზე მეტი წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. შეჯიბრი 2 კილომეტრიან დისტანციაზე მიმდინარეობდა.

გამოვლინდნენ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები, როგორც ჯიშიან, ასევე შერეული სისხლის ცხენებს შორის. მონაწილეთა შორის ყველაზე პატარა ასაკის წარმატებული ცხენოსანი ლუკა ცერცვაძე გახდა. გამარჯვებულ მონაწილეებს ფულადი პრიზები, თასი, მედლები და სიგელები მუნიციპალიტეტის მერმა, ვასილ გველესიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს. დოღის ჩატარების იდეა, სპორტის უძველესი სახეობის აღდგენას და მუნიციპალიტეტში მის ტრადიციად დამკვიდრებას უკავშირდება.