კუთვნილი ფულადი ჯილდო 3000 ლარი, მედალი და თასი გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ გადასცა.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თასის გათამაშება მიხეილ სალაძის სპორტულ - გამაჯანსაღებელ ცენტრში გაიმართა. ტურნირზე დასავლეთ საქართველოს მასშტაბით მოასპარეზე სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

ზესტაფონის სახელით სპორტულ ღონისძიებაში 18 მოჭიდავე ასპარეზობდა. ტურნირი ოლიმპიური სისტემით 5 წონით კატეგორიაში ჩატარდა.

ქართული ჭიდაობის ტურნირზე მეორე ადგილი საბა ქარდავამ დაიკავა ქუთაისიდან. მესამე ადგილი კი გაბო მუკბანიანმა, რომელიც ჩემპიონატზე წყალტუბოს სახელით ასპარეზობდა.

სხვადასხვა წონით კატეგორიებში მოჭიდავეებმა ასეთი შედეგები აჩვენეს:

გაგა ჯუღელი (60 კგ წონით კატეგორიაში - ზესტაფონი)

თენგიზ ხიდაშელი ( 70 კგ წონით კატეგორიაში - ზესტაფონი)

თენგო ჭუმბურიძე (80 კგ წონით კატეგორიაში - წყალტუბო)

საბა გველესიანი (90 კგ წონით კატეგორიაში - წყალტუბო)

გამარჯვებული მონაწილეები ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ, მერის მოადგილე ნინო ჭაბუკიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილმა, ქართული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა გიორგი გაჩეჩილაძემ, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ თუშიშვილმა, ევროპის ჩემპიონმა სამბოში გიორგი ქავთარაძემ დააჯილდოვეს