ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილთან და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, უფროსი თაობის წარმომადგენლებს  ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცა.

ღონისძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა ხანდაზმულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა, გაწეული ამაგისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მხნეობა და ჯანმრთელობა უსურვა.

"ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის წინაშე ამ ადამიანებს უდიდესი ღვაწლი მიუძღვით. მათ მიერ გაწეული ამაგი და გამოცდილება ფასდაუდებელია. წითელ ჯვართან თანამშრომლობით ჩვენ არაერთი საქველმოქმედო აქცია განვახორციელეთ, რომელსაც მომავალშიც  გავაგრძელებთ", აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.