პროექტის ფარგლებში ტერიტორია სრულად განახლდა და გამწვანდა. სკვერში დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა, განთავსდა დასასვენებელი სკამები. უახლოეს პერიოდში სკვერში ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყობა.
ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, ხოლო პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 108 250 ლარი შეადგინა.
მერთან ერთად ახალი სკვერის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მერის მოადგილეები- ზაზა ხვედელიძე, ნინო ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები- ირმა გიორგაძე და მამუკა მოდებაძე მონაწილეობდნენ.
"მსგავსი ინიციატივები ქალაქის განვითარებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნა კომფორტული გარემო დასვენებისა და დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის. მუნიციპალიტეტი მსგავსი რეკრეაციული პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს, რათა ქალაქი მეტი გამწვანებული ზონა გაჩნდეს", - ვახტანგ ღამბაშიძე