შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და  უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. 

სამართალდამცველებმა ზუგდიდში, ბრალდებულების  პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით  დიდ ოდენობით - 625  შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.