რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსებული ამბულატორია დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, მაჟორიტარ დეპუტატთან გივი ჭიჭინაძესთან, თვითმმართველობის, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის წარმომადგენლებთან და ადგილობრივებთან ერთად გახსნა.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს.  ,,მეგაბილდმა" შეასრულა.


ახლად გახსნილ ამბულატორიაში წითელი ჯვრის სამტრედიის რაიონული ირგანიზაციის ეგიდით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევა მოეწყო.


დავით ბახტაძე- ,,ადმინისტარციული ცენტრიდან დაცილებული დასახლებებისთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მიმდინარე წელს ამბულატორიის მშენებლობა დავგეგმეთ სოფელ ჩხენიშში, რაც ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე  განხორციელდა. დღეიდან სოფელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორია აქვს და მისი სერვისით ნაბაკევის ადმინისტრაციულე ერთეულში შემავალი სოფლების მაცხოვრებლები ისარგებლებენ."


ადგილობრივი ,, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივეს საშუალება გვექნება მივიღოთ სრულყოფილი სამედიცინო სერვისებით მომსახურება, ამავდროულად სასიამოვნოა, რომ ამბულატორია ჩვენი თანასოფლელის, პროფესორ რეზო სალაყაიას სახელობის იქნება."