ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად, ნანგრევებიდან მეხანძრე-მაშველებმა კიდევ 1 ადამიანი ამოიყვანეს. რომელიც ცოცხალია. 

დაახლოებით 3 წლის ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დილით მომხდარი აფეთქების შედეგად, 5 სართულიანი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ამ დროისთვის ნანგრევებში 6 ადამიანს ეძებენ. 

ძებნის შედეგად 4 პირი უკვე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. 

თბილისის მერია ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებ 28 ოჯახს სასტუმროებში განათავსებს