სენაკის მუნიციპალიტეტში, მეთხილე ფერმერების თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს. ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, აღნიშნული პროცესის მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილესთან, ლევან ელიავასთან და მერის წარმომადგენელთან ახალსოფლის ადმინისტრაცულ ერთეულში, რიმა ბოჯგუასთან ერთად გაეცნო. პროგრამის შესახებ ინფორმაციას ადგილზე აწვდიან სოფლის განვითარების სააგენტოს, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

 სუბსიდიის მისაღებად, საქართველოს მოქალაქე, ფიზიკურ პირს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი ჯამურად არანაკლებ 0.2 ჰა არაუმეტეს 3 ჰა. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით. პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდიის გაცემა მოხდება ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების დარიცხვა დაიწყება 2023 წლის გაზაფხულზე. სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო. მეთხილე ფერმერებმა, ფინანსური დახმარების მისაღებად, 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა მოახდინონ თხილის ბაღების რეგისტრაცია თხილის კადასტრში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.