გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

"მოქალაქეს ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში ჰქონდა მოწყობილი. საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო წაბლის სახეობის 93 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 14 კუბურ მეტრამდე მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი, ძელი).

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.