კვალითის დასახლებისა და ხოხოულას საავტომობილო გზის აღდგენის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გზის ზედაპირზე არმირებული ბეტონის საფარი ეწყობა.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, ვიცე მერმა, გიორგი ჯუღელმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

"აღნიშნულ დასახლებაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურა. გზის აღდგენის სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია. ეს არის ალტერნატიული გზის მონაკვეთი, რომელიც საგრძნობლად განმუხტავს ქალაქში მოძრაობას. რეაბილიტირებული გზით ოთხი სოფლის მოსახლეობა შეძლებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან დაკავშირებას", - ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი

პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს. რეაბილიტაციის პროექტი ორ ეტაპად გაგრძელდება. გზის მოწყობაზე მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. სატენდერო ვალდებულებით, კეთილმოწყობის სამუშაოებს შპს "ალპედე" ახორციელებს.