iMtavroba

iBusiness

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე

    შსს-ს მაშველებმა პოლონელი ტურისტები თეთნულდიდან ჩამოიყვანეს

შსს-ს მაშველებმა პოლონელი ტურისტები თეთნულდიდან ჩამოიყვანეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე მყოფ 2 პოლონელ ტურისტს დახმარება სჭირდებოდა. ერთ-ერთი მათგანი ჯანმრთელობის პრობლემის გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა,- ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. "შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების მაშველები, შეტყობინების მიღებისთანავე, 3 950 მეტრის სიმაღლეზე მყოფი ტურისტების დასახმარებლად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაფრინდნენ. ღამით, რთული მეტეოროლოგიური და...

    რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორად არჩილ ჯაფარიძე დაინიშნა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორად არჩილ ჯაფარიძე დაინიშნა

რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორად არჩილ ჯაფარიძე დაინიშნა. ახალი გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მუნიციპალიტეტის პირველ პირებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა წარუდგინა. ახალი გუბერნატორი მუშაობას შეუდგა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, არჩილ ჯაფარიძეს საჯარო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ბოლო წლებში ის იყო მხარის გუბერნატორის პირველი მოადგილე და კარგად იცნობს რეგიონის საჭიროებებს. ,,დარწმუნებული ვარ, ახალი გუბერნატორი...

    რაჭაში მთის ჩამოშლის შედეგად გარემოს მოწყვეტილ 3 სოფელთან დაკავშირებას ისევ ცდილობენ

რაჭაში მთის ჩამოშლის შედეგად გარემოს მოწყვეტილ 3 სოფელთან დაკავშირებას ისევ ცდილობენ

მთის ჩამოშლის შედეგად ჩაკეტილი გზა უკვე გავწმინდეთ და გამავალია, თუმცა, ქვათა ცვენა ისევ ხდება და ადგილზე გავლა სარისკოა. მოსახლეობას არ ვურჩევთ აღნიშნულ გზაზე გავლას,"- ამის შესახებ ამბროლაურის გამგებელმა მალხაზ ლომთაძემ ,,აიპრესთან" განაცხადა. მისი თქმით, იმისთვის რომ სოფლებთან დამაკავშირებელი გზა არსებობდეს, მთაზე შემოვლითი გზის რეაბილიტაცია დაიწყეს და დღეს საღამოს ალტერნატიული გზა გაიხსნება. ,,სიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ. ეს გზა გუშინ ღამე უკვე გავწმინდეთ და გამავალი გავხადეთ, თუმცა ადგილზე ქვათა ცვენის საშიშროება ისევ არსებობს. ამიტო გზა...

    რაჭის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

რაჭის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

როგორც "აიპრესისთვის" გახდა ცნობილი, შემდეგი კვირიდან რაჭის გუბერნატორი, პაპუნა მარგველიძე თანამდებობას დატოვებს, მიზეზად მის მიერ სხვა სამსახურში გადასვლა სახელდება. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ოფიციალურ განცხადებას ის უახლოეს დღეებში გააკეთებს. აქვე შეგახენებთ, რომ თანამდებობას ტოვებს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე. სავარაუდოდ საკადრო ცვლილებები კვლავ გაგრძელდება, რაც მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. ინფორმაციის დასაზუსტებლად "აიპრესი" უკავშირდებოდა როგორც თავად რაჭის გუბერნატორს, ასევე პრესასთან და...

    სტიქიამ რაჭაში გზები და ხიდები დააზიანა

სტიქიამ რაჭაში გზები და ხიდები დააზიანა

გადაუღებელი წვიმებმა პრობლემები შეუქმნა რაჭას. ადიდებულმა მდინარეებმა სოფლის დამაკავშირებელი ხიდები წაიღო. ამ დროისათვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები სოფელი ზედის დამაკავშირებელ გზაზე და რამდენიმე საათში მოძრაობა აღდგება. რაც შეხება სოფელ გონას ისევ მოწყვეტილია გარე სამყაროს ადიდებულმა მდინარე ჩვეშურამ სოფლის დამაკავშირებელი გზა წაიღო. რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორის განცხადებით, აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ასევე ხდება ზარალის აღწერა და შესაძლოა ამის შემდეგმ დამატებითი ძალები დასჭირდეს რეგიონს...

    უხვმა ნალექმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში  სახნავ-სათესი მიწების ნაწილი დატბორა

უხვმა ნალექმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახნავ-სათესი მიწების ნაწილი დატბორა

10 მაისს მოსულმა უხვმა ნალექმა რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც სავარგულების და სახნავ–სათესი მიწების ნაწილი დაიტბორა,- ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.  სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე...

    რაჭა-ლეჩხუმში პრობაციონერები დასაქმდნენ

რაჭა-ლეჩხუმში პრობაციონერები დასაქმდნენ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი ორი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა და სტაბილური შემოსავლის წყარო გაუჩნდა,- ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს.  პირობით მსჯავრდებულებმა რ.ბ-მ და ტ.ს-მ ასფალტ–ბეტონის ქარხანაში და შ.პ.ს. „დანი 2010-ში“ დაიწყეს მუშაობა. რ.ბ–ს, რომელსაც ხანძრის შედეგად საცხოვრებელი დაეწვა და უსახლკაროდ დარჩა, სამუშაო ადგილის მიმდებარედ, თავშესაფარიც გამოეყო...

    საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ დევნილებს კულტივატორები გადაეცათ

საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ დევნილებს კულტივატორები გადაეცათ

დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 6 დევნილ ოჯახს კულტივატორები გადასცა,- ამის შესახებ ინფორმაციას ლტოლვილთა სამინისტრო ავრცელებს.  მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის საარსებო წყაროების შექმნა. აღნიშნული ოჯახები მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მიწის ნაკვეთებს ფლობენ. კულტივატორების გადაცემის შემდეგ...

    საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის საპროექტო სამუშაოებს სახელმწიფო 3 743 761 ლარით აფინანსებს

საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის საპროექტო სამუშაოებს სახელმწიფო 3 743 761 ლარით აფინანსებს

საჩხერე - რაჭის დამაკავშირებელი 50 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზას სს "ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ დააპროექტებს,- ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.  გამგეობის ცნობით, საპროექტო სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტი 3 743 761 ლარით აფინანსებს.

    ზვავსაშიშროების გამო კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

ზვავსაშიშროების გამო კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ173-კმ188 (კალა-უშგული) მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, ლიპყინულის გამო, ამავე გზის კმ138-კმ173 (მესტია-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის...

    რაჭაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეროვნული პარკის ასაშენებლად ტერიტორიებს იკვლევენ

რაჭაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეროვნული პარკის ასაშენებლად ტერიტორიებს იკვლევენ

ონსა და ამბროლაურს შორის ერთ-ერთო ყველაზე დიდი ეროვნული პარკის გაშენება იგეგმება. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სავნეთის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, ტერიტორიების გეოგრაფიული კვლევა მიმდინარეობს და პროექტი გენერალური გეგმის დადგენის შემდეგ განხორციელდება. "მიმდინარეობს ტერიტორიის კვლევა, საზღვრების დადგენა. იქ გასათვალისწინებელია ყველა ის პროექტი, მათ შორის ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული. ასევე კერძო პირების კუთვნილი მიწების ამორიცხვა უნდა განხორციელდეს და უნდა შეიქმნას ტერიტორიის კონტური, სადაც შემდგომში ეროვნული პარკი...

    ზემო რაჭის სოფლების გაზიფიცირება შესაძლოა 2017 წელს დაიწყოს

ზემო რაჭის სოფლების გაზიფიცირება შესაძლოა 2017 წელს დაიწყოს

2016 წლის ბოლოს დასრულდა ონის გაზიფიცირება. როგორც "აიპრესთან " რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა, პროექტი გაგრძელდება და მთელს ზემო რაჭას მოიცავს. "ონის მუნიციპალიტეტტში და მის მიმდებარე 6 სოფელშ 2016 წლის დეკემბერში პირველად შევიდა გაზი. ეს პროექტი გაგრძელდება შემდგომში და მოიცავს მთელს ზემო რაჭას. ასევე ქალაქ ამბროლაურში არის გაზი. სოფლების გაზიფიცირება-დაქსელვა სამომავლოდ იგეგმება და ვფიქრობთ, რომ 2017 წელს დაიწყება ამ საკითხზე მუშაობა. რაც შეეხება მთლიანად წყალმომარაგების, გაზიფიცირების და ელექტროენერგიის...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი