როგორც უწყებაში აცხადებენ, იგეგმება კაფე-ბარების, ბუნგალოებისა და სავაჭრო ჯიხურების- ჯამში 30-მდე ობიექტის დემონტაჟი.

"ამ დროისთვის უკვე განხორციელდა 6 კაფე-ბარის დემონტაჟი და 4 სავაჭრო ჯიხური ტერიტორიიდან მეპატრონის მიერ იქნა გატანილი.

ობიექტები სანაპირო ზოლზე სეზონურად მუშაობდნენ და სანებართვო ხელშეკრულებების ვადა ამოეწურათ. სამართალდამრღვევები მუნიციპალურმა ინსპექციამ დემონტაჟის დაწყებამდე არაერთხელ გააფრთხილა", -აცხადებენ, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში.