iMtavroba

iBusiness

სიახლეები

    გურჯაანის 4-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა

გურჯაანის 4-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა

კომისიის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელთან სიტყვიერი დაირისპირება ჰქონდათ. რის შემდეგაც პარტიის წევრს უბანი დაატოვებინეს.მევლუდ გოგიაშვილის თქმით, პროცედურული სახის დარღვევაზე დაწერილი საჩივრის დაგვიანებით ჩაბარების გამო, თავმჯდომარეს უსაყვედურა,რამაც მათ შორს უთანხმოება გამოიწვია. ინციდენტის გამო, მეოთხე უბანზე ხმის დათვლა 1 საათის დაგვიანებით დაიწყო.

    სოფელ ნინოწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

სოფელ ნინოწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი მსუბუქი და ერთი სატვირთო მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

    საია: პარტიების წარმომადგენლები სამაგიდო წიგნიდან კონფიდენციალურ ინფორმაციას იწერენ

საია: პარტიების წარმომადგენლები სამაგიდო წიგნიდან კონფიდენციალურ ინფორმაციას იწერენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, კახეთის მასშტაბით, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგნლები სამაგიდო წიგნიდან კონფიდენციალურ ინფორმაციას იწერენ, რის გამოც ამ თემზე ორგანიზაცია საჩივრის დაწერას არ გამორიხცავს. თუმცა ამ დროის მონაცემებით, საიას დამკვირვებლებს 5 შენიშვნა აქვთ დაწერილი.

    კურღელია: ვიმედოვნებ, როცა მოქალაქეები საკუთარი სინდისის წინაშე დარჩებიან, სწორ არჩევანს გააკეთებენ

კურღელია: ვიმედოვნებ, როცა მოქალაქეები საკუთარი სინდისის წინაშე დარჩებიან, სწორ არჩევანს გააკეთებენ

„ქართული ოცნების“ფოთის მერობის კანდიდატმა გოჩა კურდღელიამ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ის ხმის მისაცემად მეუღლესთან ერთად მოვიდა. როგორც მმართველი გუნდის კანდიდატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მან ფოთის უკეთეს მომავალს მისცა ხმა. „მე, რა თქმა უნდა, მხარი დავვუჭირე ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო უკეთეს მომავალს, მხარი დავუჭირე კეთილდღეობას თითოეული ჩვენი თანაქალაქელისთვის და სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას, ახალგაზრდების უკეთეს განათლებას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ფოთელებისთვის უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი და...

    "ყველაფერი არის სიცრუე" - "ქართული ოცნების" შტაბში "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს პასუხობენ

"ყველაფერი არის სიცრუე" - "ქართული ოცნების" შტაბში "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს პასუხობენ

"ქართული ოცნების" შტაბში ოპოზიციის ბრალდებას არჩევნების გაყალბების მცდელობასთან დაკავშირებით სიცრუეს უწოდებს. ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს საზოგადოების მხარდაჭერა აქვს და ამისთვის გაყალბება არ დასჭირდებათ. "ყველაფერს რასაც ნაციონალური მოძრაობა აცხადებს ტყუილია. არ მესმის რას ნიშნავს შესაძლო გაყალბება. თუ რამე კონკრეტული დარღევის შესახებ დამამტკიცებელი აქვთ წარმოადგინონ. ვერ ვხედავ სუსის ჩართულობის აუცილებლობას, არჩევნების პროცესი მშვიდად მიმდინარეობს, თუ ოპოზიციამ რამე დესტრუქციული პროცესი არ მომაზადა." - განაცხადა...

    "ევროპულის საქარველო": "ოცნებამ" თავიანთ კომისიის წევრებს დაავალა, რომ ბიულეტენებს ბეჭედი არ დაარტყან

"ევროპულის საქარველო": "ოცნებამ" თავიანთ კომისიის წევრებს დაავალა, რომ ბიულეტენებს ბეჭედი არ დაარტყან

ევროპულის საქარველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ლაშა დამენიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო უბნებში თავიანთ კომისიის წევრებს დაავალა, რომ ბიულეტინებს ბეჭედი არ დაარტყან.-ამის შესახებ დამენიამ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა. მისივე თქით, , მმართველი პარტის ხმების დათვლის პროცესში ბიულეტენის გაბათილებას ეცდება, სადაც შემოხაზული იქნება 2 ნომერი. „გვაქვს ინფორმაცია, რომ ქართულმა ოცნებამ თავიანთ კომისიის თავმჯდომარეებზე გასცა ბრძამება, რომ კომისიის წევრებმა ოპოზიციური პარტიის ბიულეტენებზე არ მოაწერონ ხელი და არ დაარტყან ბეჭედი...

    "ეს არის გამარგინალებული პარტიის ცრუ განცხადება" - "ოცნება" ოპოზიციის ბრალდებას პასუხობს

"ეს არის გამარგინალებული პარტიის ცრუ განცხადება" - "ოცნება" ოპოზიციის ბრალდებას პასუხობს

"ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს "ქართულ ოცნებაში" უპასუხეს. ლადო მგალობლიშვილი ოპოზიციის მხრიდან ცრუ ბრალდებებს, ხვალ მათ მიერ წაგებულ არჩევნებს უკავშირებს. მგალობლიშვილის მტკიცებით "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებები დასაბუთებული რომ ყოფილიყო ოპოზიცია დადგენილ ვადებში გაასაჩივრებდა. "ეს არის გამარგინალებული პარტიის ცრუ განცხადება. ეს არის არასერიოზული და კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ. ჩვენ ხვალინდელ გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ და ხალხი ხვალ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს მათ აგონიაში აგდებთ. პარტია ხვალ განწირული არის...

    ბენო გეგეჭკორი: "ჩვენი ოპონენტის ბრიფინგი არის ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი"

ბენო გეგეჭკორი: "ჩვენი ოპონენტის ბრიფინგი არის ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი"

,,ნაციონალური მოძრაობის,, თელავის მერობის კანდადატის ბრალდებებს პროვოკაციული და უსაფუძვლო უწოდეს ,,ქართული ოცნების,, შტაბში სადაც განაცხადეს, რომ რუისპირში საარჩევნო უბანი სოფლის კლუბში მდებარეობს, რომლის ფოეშიც საჯაროდ არის გამოკრული საარჩევნო სიები და მათი ნახვა ამომრჩველს ნებისმიერ დროს შეუძლია. ,,საღამოს 8 სათზე აბსოლიტურად ყველას შეუძლია იყოს ჩართული საარჩევნო პროცესში და ამაში არანაირი დარღვევა არ არსებობს, და ასევე, აღნიშნულ საარჩევნო უბანზე, რომელზეც საუბარია, ეს არის ღია ტიპის დაწესებულება, ეს არის სოფლის კლუბი, რომლის ფოიეშიც განტავსებულია...

    5 წლის წინ ანაკლიაში გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის მშობლები ლაშა გოგიას შეხვდნენ

5 წლის წინ ანაკლიაში გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის მშობლები ლაშა გოგიას შეხვდნენ

5 წლის წინ სოფელ ამაკლიაში გაუჩინარებული 43 წლის გოგიტა აბულაძის მშობლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამეგებელს ლაშა გოგიას შეხვდნენ. ლაშა გოგიას თქმით, აბულაძეებს უნდათ იმის გარკვევა, თუ რა მოუვიდა მათ შვილს და კითხვები სწორედ ამასთან დაკავშირებით ჰქონდათ.  „ბუნებრივია ის კითხვები, რაც მშობლების აქვთ. მე დავპირდი მათ, რომ მოვიკითხავ აუცილებლად, რა ეტაპზეა გამოძიება და თუ მექნება რამე ინფორმაცია, ვეტყვი“, - აღნიშნა გოგიამ. გოგიტა აბულაძის დედის, ცინარა აბულაძის თქმით, ისინი შეხვედრით კმაყოფილები არიან, რადგანაც მათ გოგიასგან დახმარების დაპირება...

    15 ოქტომბერს არეშფერანში კოსტაობა აღინიშნა

15 ოქტომბერს არეშფერანში კოსტაობა აღინიშნა

15 ოქტომბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანში, კოსტა ხეთაგუროვის სახელობის საჯარო სკოლაში გამოჩენილი ოსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, კოსტა ხეთაგუროვის 158 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება „კოსტაობა“ აღინიშნა,- ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.  „კოსტაობაზე“ გაიმართა საზეიმო კონცერტი, ჭიდაობა, დოღი, ქართული და ოსური კულინარიის დეგუსტაცია. ღონისძიებას დაესწრებიან ქართველი და ოსი საზოგადოების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

    "ერთად ვებრძოლოთ ფაროსანას" - ფართომასშტაბიანი მედიაკამპანია დაიწყო

"ერთად ვებრძოლოთ ფაროსანას" - ფართომასშტაბიანი მედიაკამპანია დაიწყო

როგორ უნდა ებრძოლონ ფერმერები აზიურ ფაროსანას და რას აკეთებს სახელმწიფო მავნებელ მწერთან გასამკლავებლად - ამის გაგება მოსახლეობას მედიაკამპანიის ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ საშუალებით შეეძლება. პროგრამის ფარგლებში, გადაცემა ,,აგრომობილი“ აზიური ფაროსანის მიერ ყველაზე მეტად დაზარალებულ 4 რეგიონს გურიას, სამეგრელოს, აჭარასა და იმერეთს ესტუმრება. სფეროს ექსპერტები და სოფლის მეურნეობის უწყების წარმომადგენლები ადგილობრივი მცხოვრებლების ყველა შეკითხვას უპასუხებენ და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად პრაქტიკულ რჩევებსაც...

    ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შეგახსენებთ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქი და ინტენსიური თოვა), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი