ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტს ხვდება.  8 წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილთან დახურულ შეხვედრას მართავს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადება.

დელეგაციაში არიან:

გერმანია - მიხაილ როთი;ფინეთი - იუკა კოპრა;შვედეთი - ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი;საფრანგეთი - საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ფრედერიკ პეტი;ლიეტუვა - ჟიგიმანტას პავილიონისი;ლატვია - ინარა მურნიეცე;ესტონეთი - მარკო მიხელსონი;პოლონეთი - კომიტეტის წევრი მიჰაუ კამინსკი.