აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
დავით გაბაიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა 2016 წლის 28 ნოემბრიდან.
2016 წლის 28 ნოემბერს დავით გაბაიძე აირჩიეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მე-4 მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ, ხოლო 2020 წლის 15 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მე-5 მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ.
2024 წლის 26 ნოემბერს დავით გაბაიძე აირჩიეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მე-6 მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ.