წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე მერმა ყურადღება გაამახვილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026-2037 წლების განვითარების სტრატეგიული გეგმის მომზადების საკითხზე, რომელიც განხილვის პროცესშია.
ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა მალხაზ ჩხეიძემ ისაუბრა მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე. აღინიშნა, რომ დასრულდა თამარ მეფის ქუჩაზე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია; მოეწყო სკვერები როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში. სასმელი წყლის ქსელის მოწესრიგების პროექტები ხორციელდება სოფელ რიონსა და ჯიმასტაროში; ყურადღება გაამახვილა ტურიზმის ცენტრის რეაბილიტაციის საკითხზე.მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, სააღდგომო ნობათს მიიღებს დაახლოებით 600-მდე მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახი, მათ შორის ფულად დახმარებას მიიღებენ სათნოების სახლის ბენეფიციარები.შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქალაქის ტერიტორიაზე ქუჩებისა და სკვერების მოწესრიგების საკითხები და დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები. გაიცა შესაბამისი დავალებები.სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილეები: გრიგოლ ყურაშვილი და გია კვასტიანი ესწრებოდნენ.