31 წლის კაცი, რომლსი სახლშიც, ფონიჭალაში აფეთქება მოხდა და დამწვრობის ცენტრში მძიმე მდგომარეობით იყო მოთავსებული, გარდაიცვალა.

ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ „ქრონიკასთან“ დაადასტურა.

შეგახსენებთ, 19 ნოემბერს ფონიჭალაში, 5 -სართულიანი საცხოვრებელი კორპუსში სავარაუდოდ აირის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა.

 ნანგრევებიდან ამოყვანილია 6 გარდაცვლილი, 5 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში იყო გადაყვანილი.