ახმეტაში გვიან ღამით მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალური კომისია მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიყენებულ ზარალს ითვლის.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად , ახმეტაში დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ქარმა სახურავი მთლიანად, ზოგან ნაწილობრივ გადახადა და დააზიანა 50 -მდე საცხოვრებელ სახლს და კომერციულ ობიექტებს.
ასევე, სახურავის გარეშეა დარჩენილი ახმეტის კულტურის სახლი, სოფელ ქისტაურში საჯარო სკოლის შენობა და სოფელ მატანში სპორტდარბაზი.
დაგლეჯილია მრავალწლიანი ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და საყრდენები. ახმეტას ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია, ხარვეზით მუშაობს ინტერნეტი.