“ჩვენი ყველას მიზანი, ვინც ამ ბრძოლაში ვართ, მგონია, რომ ერთია - რაც შეიძლება მალე მოვიშოროთ ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელი რეჟიმი და ამ დროს იმ ადამიანების ლანძღვა, ვინც უშიშრად იბრძვის, მცდარიც რომ გეგონოს მისი გზა, უბრალოდ არასწორია" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, სოფო
ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს/
"თუ არ ეთანხმები სხვისი ბრძოლის სტრატეგიას, ხელის შეშლას და მის დასუსტებას მაინც ნუ ეცდები
ახლა, როცა ყველაზე მეტი მხარდაჭერა უნდა მობილიზდეს, ერთმანეთის წინააღმდეგ წასვლა და აქტიური მებრძოლის დისკრედიტაცია არის ყოვლად მიუღებელი ამ ურთულეს ბრძოლაში საჯარო ლანძღვა კი არა, ერთმანეთის გვერდში დგომა გვჭირდება. ჩვენი ვალდებულებაა, ფოკუსი სწორად გვქონდეს გასწორებული.
ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ.” - წერს სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში