ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე ხანძრის შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა.

განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში შეიცვალა ხიდის დაზიანებული ხის საფარი და შუშის მოაჯირები.

შეგახსენებთ, რომ ანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდზე ხანძრის შედეგად დაზიანდა ხიდის ხის საფარის ნაწილი და მოაჯირი. ხანძრის ლიკვიდირება დროულად განხორციელდა.