საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო კორტნი ოსტრიანის და ირაკლი კობახიძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. 

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კორტნი ოსტრიანმა პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართა გაცნობითი შეხვედრა, რომელზეც ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის უფრო პროდუქტიული ურთიერთობის ჩამოყალიბების გზები განიხილეს.- ნათქვამია საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.