ავჭალაში, სარაჯიშვილის გამზირზე, N15 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, დაახლოებით 3 800 კვ.მ ფართობზე, სკვერი ეწყობა.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი, რის შემდეგაც ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები. ახალ დასასვენებელ სივრცეში განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 524 000 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, პარლამენტის დელეგატ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად გაეცნო.