ფორუმზე, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის გაცვლაზე, მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთნდობის გაძლიერებასა და რეგიონში სტაბილურობისა და მდგრადი განვითარებისათვის ერთიანი საკომუნიკაციო დღის წესრიგის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე.
აზერბაიჯანელი და ქართველი სპიკერების მხრიდან აღინიშნა, რომ ციფრული ტექნოლოგიებისა და სოციალური მედია პლატფორმების სწრაფმა განვითარებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ინფორმაციის მოცულობა, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ზრდის პროფესიული მედიის როლს და მეტად აუცილებელს ხდის საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას. პირველი პანელური სესია დაეთმო თემას: „მედია ეკოსისტემის გაძლიერება საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
პანელის მსვლელობისას მონაწილეები განიხილავდნენ საკითხებს, როგორიცაა ტექნოლოგიური ევოლუციის მრავალმხრივი გავლენა მედია გარემოზე, საიმედო საინფორმაციო სივრცის დაცვა, სოციალური მედიის გადაქცევა ერთ-ერთ მთავარ საინფორმაციო წყაროდ, ასევე ციფრული ინსტრუმენტებით სხვადასხვა აუდიტორიებთან უფრო ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარება. მეორე პანელური სესია დაეთმო თემას „ჟურნალისტების პროფესიონალიზმის და საზოგადოების მედია წიგნიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი თანამშრომლობა“.
პანელზე აღინიშნა, რომ თანამედროვე საინფორმაციო გარემოში მედიის მზარდი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას, საგანმანათლებლო ინიციატივების გაფართოებას და მედია წიგნიერების პროექტების განხორციელებას, რათა საზოგადოებას უზრუნველვყოთ სანდო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. ფორუმის აზერბაიჯანელი და ქართველი მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები აუცილებელი და საჭიროა, მათ შორის, რეგიონის სხვა ქვეყნების მედიაწარმომადგენლების მონაწილეობით, რათა სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში, სხვადასხვა სპეციფიკური გამოწვევების წინაშე მდგომმა მედიებმა ერთმანეთს გაუზიარონ უახლესი გამოცდილება, უკლებლივ ყველა ქვეყნის მედიასექტორის წინაშე მდგარ მთავარ პრობლემასთან დაჯავშირებით - რა წარმატება აქვთ ფეიქ ნიუსთან ბრძოლის თვალსაზრისით.

