ოზურგეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში გამართული კონცერტით აღინიშნა, რომელშიც მონაწილეობდნენ თოჯინების თეატრის მსახიობები და ადგილობრივი ანსამბლები. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ მერი პაატა კუნჭულია, მერის მოადგილეები ბექა ჩხიკვიშვილი, სოფო რამიშვილი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკვაძე.„ვულოცავ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს დღევანდელ დღეს. მინდა, იცოდნენ, რომ მუნიციპალიტეტი ყოველთვის მათ გვერდით იქნება და მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს აქტიურ და ღირსეულ ცხოვრებაში.“ - აღნიშნა მერმა.პაატა კუნჭულიას განცხადებით, მუნიციპალიტეტში მოქმედი პროგრამები შშმ პირებს უზრუნველყოფს როგორც სამედიცინო და სარეაბილიტაციო სერვისებით, ისე სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამით, რომლებიც მათი ჩართულობისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისკენ არის მიმართული.