საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ბათუმის №12 საბავშვო ბაღის სრულად რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერეს.

170 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში გამაგრდა და სრულად განახლდა საბავშვო ბაღის შენობა. ბავშვების საჭიროებების გათვალისწინებით, მოეწყო სასწავლო, მოსასვენებელი, სათამაშო და სამზარეულო სივრცეები.

სკოლამდელი განათლების მოთხოვნების შესაბამისად მოეწყო სველი წერტილები, უსაფრთხოებისა და გათბობის სისტემები, სრულად განახლდა საინჟინრო კომუნიკაციები.

რეაბილიტაციის შედეგად, ბათუმის №12 საბავშვო ბაღში 170 აღსაზრდელისთვის თანამედროვე, უსაფრთხო და ინკლუზიური გარემო შეიქმნა. შენობა სრულად არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის.