ბათუმის ბულვარში უნებართვო და უსახური კომერციული დანიშნულების ჯიხურების დემონტაჟი განხორციელდა. 

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ობიექტის მეპატრონე დემონტაჟის შესახებ რამდენჯერმე გააფრთხილა.  მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა მეპატრონემ თავად არ მოახდინა დემონტაჟი, რის შემდგომაც მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიება განახორციელა.

მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა კომერციულ ფართში განთავსებული ნივთები დემონტაჟამდე მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიტანეს. 

დემონტაჟის შემდეგ  მოხდა დაშლილი კონსტრუქციების გატანა და მიმდინარეობს ტერიტორიის მოწესრიგება.