ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა ბათუმში, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტები გამოავლინეს და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები დააჯარიმეს.


 
საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქვის მშრალი წესით დამუშავებისთვის, ორი კომპანია - შპს „გზა“ და შპს „ბონდი-2009“, 10 და 15 დეკემბერს,  დააჯარიმეს. 

ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები ქალაქის მასშტაბით მიმდინარე სამუშაოებზე მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ.