ხრესილის ომის 268-ე  წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კუბლაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. 

ღონისძიებების ფარგლებში  გელათის მონასტერში დავით აღმაშენებლის, სოლომონ I-ის, სოლომონ  II-ის საფლავები, ასევე სოფელი ხრესილში, ხრესილის ბრძოლის მემორიალი ყვავილებით   შეამკეს და პატივი მიაგეს.